იტალიელი ქალღმერთი – ასე მოიხსენიებენ თაყვანისმცემლები ლეგენდარულ მსახიობს მონიკა ბელუჩის, რომელმაც თავისი ვიზუალისა და პროფესიონალიზმის წყალობით, მთელი მსოფლიო მოხიბლა.
მსახიობი 56 წლისაა და ის იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც პლასტიკურ ქირურგიას ბუნებრივად დაბერებას ამჯობინებენ. ამის შესახებ მსახიობს არაერთხელ უსაუბრია.
რამდენიმე ნაოჭი თვალთან, თუმცა თვალებში ძველებური სხივი და შარმი აქვს და ყოველი გამოჩენისას გვიმტკიცებს, რომ ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს.
„მომწონს ბუნებრივი ფორმა, მომწონ სჩემი ნაოჭები“, – ამბობს მსახიობი.