ოსკარის ნომინანტების ვინაობა ცნობილია

ნანახია: 1,983 ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის დაჯილდოების 93-ე ცერემონიის ნომინანტების სია გამოაქვეყნა. საუკეთესო ფილმის კატეგორიაში 6 ფილმია წარდგენილი: „მამა“, „მანკი“, „მინარი“, ნომადლენდი“, „ლითონის ხმა“ და „იმედის მომცემი ახალგაზრდა ქალი“. საუკეთესო რეჟისორის ტიტულისთვის წელს ქლოი ჟაო, ემირალდ ფენელი, ტომას ვინტენბერგი, დევიდ ფინჩერი და ლი აიზეკ ჩუნი იბრძოლებენ. ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“ ვიოლა დევისი, ანდრა დეი, ვანესა კირბი, ფრენსის მაკდორმანდი და კერი მალიგანი, ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“ კი სერ ენტონი ჰოპკინსი, ჩედვიკ ბოუზმანი, რიზ აჰმედი, გარი ოლდმანი და სტივენ იონი არიან წარდგენილნი.

სრულად