საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – მატჩი კვლავ გადაიდო

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – მატჩი კვლავ გადაიდო

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც პირველ ნოემბერს, მესხის სტადიონზე უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით გადაიდო.

“ევროპაში COVID-19 პანდემიისგან ახლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდვების შემდეგ, რაგბი ევროპამ გადაწყვიტა 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა მატჩის გადადება”, – ნათქვამია რაგბი ევროპის განცხადებაში.

ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის გაიმართება საქართველოსა – რუსეთის და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დანარჩენი მატჩები.

ლევან მაისაშვილის შეგირდები “დათვებს” რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში 14 მარტს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე, 13 მარტს გადაწყდა, რომ თამაში აღარ შედგებოდა. მოგვიანებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მატჩი პირველ ნოემბერს გაიმართებოდა.