ძაღლი მესი „ოსკაროსანია“

ძაღლი მესი „ოსკაროსანია“

ოსკარის 96-ე ცერემონიას არაჩვეულებრივი სტუმარი დაესწრო – შვიდი წლის ბორდერ-კოლი სახელად მესი. ძაღლმა  მანამდე ითამაშა ფილმში “შემოდგომის ანატომია”.

ოთხფეხა ჯენტლმენს ბაფთა ეკეთა და დოლბის თეატრის დარბაზში   ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად იჯდა. მაყურებელი საკმაოდ აღფრთოვანებული იყო ვიდეოთი, სადაც მესი ‘’თათებით’’ ულოცავს რობერტ დაუნი უმცროსს ოსკარის მიღებას ფილმში „ოპენჰაიმერი“.

მოგვიანებით, ქსელში  ასევე გამოჩნდა ვიდეო,  თუ როგორ გადაიღეს რეალურად ძაღლის ტაშის მომენტი. აღმოჩნდა, ის მოგვიანებით, შოუს მერე ჩაწერეს.  მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა მესის საღამოს ვარსკვლავი გამხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ მთავარი ოსკარის დაჯილდოება 10-11 მარტის ღამეს ლოს-ანჯელესის ჰოლივუდის დოლბის თეატრში გაიმართა.