ჯიჯი ჰადიდმა Vogue-ის 40-ზე მეტი ნომრის გარეკანი დაამშვენა

ჯიჯი ჰადიდმა Vogue-ის 40-ზე მეტი ნომრის გარეკანი დაამშვენა

ჯიჯი ჰადიდი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი ამერიკელი მოდელია, რომელიც უამრავ ცნობილ ბრენდთან და დიზაინერთან თანამშრომლობს.

მოდის ინდუსტრიით და სამოდელო კარიერით ჯიჯი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, თუმცა მისი დებიუtი 2014 წელს შედგა, როდესაც Models.com-ის ტოპ 50 მოდელს შორის მოხვდა.

2016 წელს ის წლის მოდელად დასახელდა.

უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში ჯიჯიმ უამრავ გადაღებაში მიიღო მონაწილეობა და ცნობილი ჟურნალების, მათ შორის Vogue-ის 40-ზე მეტი ნომრის გარეკანი დაამშვენა.

ჯიჯი აქტიურად აგრძელებს მოდი ინდუსტრიის დაპყრობას და სხვადასხვა ფოტოსესიებისთვის აქტიურად ემზადება.