Emmy 2021-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

Emmy 2021-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლოს-ანჯელესში Emmy 2021-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საუკეთესო დრამატულ სერიალად Netflix-ის „გვირგვინი“ დასახელდა, საუკეთესო კომედიურ სერიალად- Apple TV+ -ის „ტედ ლასო.“

წლის საუკეთესო მინი-სერიალის ნომინაციაში Netflix-ის „ლაზიერის გამბიტმა“ გაიმარჯვა. დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობ ქალად ოლივია კოლმანი დასახელდა ფილმისთვის „გვირგვინი,“ დრამატული სერიიალის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად კი – ჯოშ ო’კონორი აღიარეს ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის.

ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში“ ჯინ სმარტმა გაიმარჯვა ფილმისთვის „ხრიკები”, კომედიური სერიალის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად კი ჯეისონ სუდეიკისი დასახელდა ფილმისთვის „ტედ ლასო“.

ცერემონია კოვიდპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა. ღონისძიებას 500-მდე ვაქცინირებული სტუმარი დაესწრო.