„აქამდე ჩუმად ვიყავი covid-19-ზე, მაგრამ მეტს ვეღარ მოვითმენ“

„აქამდე ჩუმად ვიყავი covid-19-ზე, მაგრამ მეტს ვეღარ მოვითმენ“

მომღერალი ინდირა ჯგერნაია სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„კარგა ხანს ვიყავი ჩუმად კოვიდ19-ზე, უბრალოდ მეტს ვეღარ მოვითმენდი უნდა მეთქვა. მჯერა და ვიცი რომ არსებობს, დაუდასტურდა რამოდენიმე ჩემ სნაცნობს მაგრამ რაა მერე?ადამიანები ჩვეულებრივ უსიმპტომოდ გრძნობე თავს, დაღლილები არიან უბრალოდ თეთრხალათიანებით რომლებიც ფსიქოლოგიურად ცდილობენ რო დაამუშაონ საწყალი ხალხი.

სად იყავით ხალხო პანიკაში მე რომ იანვარში გვერდები მტკიოდა, სიცხით ვიწვებოდი, არც ყნოსვა მქონდა და არც გემო. ჩემი შვილი ორივე ახალი წელი საავადმყოფოში მშრალი ხველითა და 40 ტემპერატურით მოხვდა. ზუსტად ორ კვირაში დედაჩემი იგივე სიმპტომებით. ეს სწორედ ის პერიოდია საზღვრები რომ ღია იყო და ჩინეთში რომ მძვინვარებდა.

ვინ მეტყვის ან ვინ გამოგვიკვლევს რომ არ გადავიტანეთ?ჩემს ნაცნობებს ვისაც კარანტინში ვესაუბრები ერთ ტაბლეტ წამალსაც არ ასმევენ იმიტომ რომ არიან უსიმპტომოები!

დასკვნა: კორონა არ კლავს თუ ხარ ჯანმრთელი და თუკი სხვა დაავადება აქვს ადამიან სთავადვე უნდა გაფრთხილდეს. ხომ გინდოდათ რომ გვესწავლა კორონასთან ცხოვრება? ჰოდა ვისწავლეთ. ის დაჯდეს სახლში ვისი იმუნიტეტიც სუსტია და მართლა ძალიანაც ნუ მოგინდებათ ამ ხალხის დაჩლუნგება.

შევწუხდით, მოგვბეზრდა, გვაცადეთ ნორმალური ცხოვრება!ჩემმა საკუთარმა დამ შვედეთში კორონიან ადამიანთან ერთად ერთ სივრცეში იმუშავა. მეც ვიყავი გარკვეული პერიოდი პანიკაში სანამ გავერკვეოდი ბევრ რამეში. შვედეთმა არც თავიდან არ დაკეტა არცკი შეიმჩნია ეს ვირუსი, მართლა სად ვცხოვრობთ ხალხო რატო ხართ ჩუმად? დეგრადიულები ავტომატურად მიიბლოკებით თქვენი განათლების ნერვი არ მაქვს!”, – წერს ინდირა ჯგერენაია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.