წელს საქართველოში აივინფიცირების 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

წელს საქართველოში აივინფიცირების 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წელს საქართველოში აივინფიცირების 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, შარშან შესაბამის პერიოდში 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

2020 წლის 2 სექტემბრი სმონაცემებით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8474 აივინფიცირებული პირი. მათ შორის 6326 მამაკაცია და 2148 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა. 1734 გარდაიცვალა.

2 სექტემბრის მონაცემებით მკურნალობას იტარებს 5220 (4630 + 590 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება-გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 36.6% (3107) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.0% (4150) – დაინფიცირდ აჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.0% (1020) – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3% (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.6% (47) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3148 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1165; შემდეგ იმერეთში 1017; აჭარაში 970; აფხაზეთში (528); კახეთში (419) ქვემო ქართლში (485); შიდა ქართლში (314); გურიაში (180); სამცხე-ჯავახეთში (113) და ა.შ.

2020 წელს 99 აივინფიცირებული გარდაიცვალა. მათ შორის 79 მამაკაცია და 20 ქალი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;
განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით – 108 შემთხვევა (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი – 4; დაუდგენელი – 2.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.