„ჩემთვის ტანსაცმელს გენდერი არ აქვს“

„ჩემთვის ტანსაცმელს გენდერი არ აქვს“

ამერიკელი მარკ ბრაიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ დროა, გენდერული სტერეოტიპები მოვიშოროთ, განსაკუთრებით ჩაცმულობაში. ის ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და რობოტების ინჟინერია.

„ასე იმიტომ ვიცვამ, რომ შემიძლია. უბრალოდ, განსხვავებული რომ ვიყო. ყოველთვის ძალიან ვაფასებდი ქალებს, რომლებსაც ვიწრო მოკლე კაბები და ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვათ. არასექსუალურად, არამედ იმ ძალაუფლების თვალსაზრისით, რომელსაც ისინი გამოხატავდნენ“, – ამბობს მარკი.

ყოველდღიურობაში ის ისეთივეა, როგორც სხვები, ოღონდ ერთი გამონაკლისით — ის მუდმივად ებრძვის გენდერულ სტერეო ტიპებს. სამსახურში თუ ქალაქში გასვლისას მარკს თითქმის ყოველთვის აცვია მოკლე კაბა და მაღალი ქუსლები, ხშირად სახლშიც.

„ასე იმიტომ კი არ მაცვია, რომ სექსუალური ვიყო, არამედ იმიტომ, რომ ისე მეცვას, როგორც ნებისმიერ პროფესიონალ ქალს. ჩემთვის ტანსაცმელს გენდერი არ აქვს. კაბებს მოკლე კაბები მირჩევნია, რადგან კაბები გენდერების შერევის შესაძლებლობას არ მაძლევს. წელს ზემოთ ‘მამაკაცური’ შესახედაობა მირჩევნია, წელს ქვემოთ კი — არაგენდერული. ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ ტანსაცმელს გენდერი არ აქვს”, – განაცხადა მარკმა Bored Panda-სთან საუბრისას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.