საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის შეხვედრებს ბათუმში ჩაატარებს

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის შეხვედრებს ბათუმში ჩაატარებს

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ბოლო ორ საშინაო შეხვედრას ბათუმის ახალ სტადიონზე გამართავს. ინფორმაცია უეფას ოფიციალურ გვერდზე ამითითებული. მე-5 ტურის შეხვედრაში 15 ნოემბერს, 21:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ბათუმში სომხეთის ნაკრებს მიიღებს, ხოლო 18 ნოემბერს ერთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ასევე ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.
ბათუმის ახალი სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიისაა და 20 000 გულშემატკივარს იტევს. ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და ვადაზე ადრე დასრულდა, მაგრამ მისი გახსნა პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.