უენტუორთ მილერი გაქცევის შემდეგ სეზონში აღარ ითამაშებს

უენტუორთ მილერი გაქცევის შემდეგ სეზონში აღარ ითამაშებს

უენტუორთ მილერი გაქცევის შემდეგ სეზონში აღარ ითამაშებს, რადგან მისი პერსონაჟი, მაიკლ სკოფილდი, ჰეტეროსექსუალია, ამის შესახებ მან საკუთარ Instagram გვერდზე დაწერა.

,,მე Prison Break-ში აღარ ვარ. ოფიციალურად. აღარ მინდა ჰეტეროსექსუალი პერსონაჟების თამაში.

მათი ისტორიები უკვე მოყოლილია. ასე, რომ მაიკლი აღარ იქნება.

თუ შენ სერიალის ფანი ხარ და ელოდებოდი ახალ სეზონს, მესმის შენი იმედგაცრუების. ბოდიში”. – წერს მსახიობი.

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა უენტუორთ მილერმა 2013 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია.

რაც შეეხება გაქცევის მეექვსე სეზონს, სექტემბერში მსახიობმა დომინიკ პარსელმა დაწერა, რომ სერიალს გაგრძელება ექნებოდა.

გამოვა თუ არა გაქცევის 6-ე სეზონი? უენტუორთ მილერი კითხვაზე პასუხობს |  ფაქტები-ge