აღარ ვიხმარ მაკიაჟს, რადგან დავიღალე სხვისი სახის ტარებით, დროა, ნიღბები ჩამოვიხსნათ – ჯულია რობერტსი

აღარ ვიხმარ მაკიაჟს, რადგან დავიღალე სხვისი სახის ტარებით, დროა, ნიღბები ჩამოვიხსნათ – ჯულია რობერტსი

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯულია რობერტსმა სოციალურ ქსელში მსოფლიოს ქალებისადმი მიმართვა გამოაქვეყნა და შემდეგ ინსტაგრამი დატოვა. განცხადებაში ის მოუწოდებს ქალებს, უარი თქვან ხელოვნური სილამაზის და გაახალგაზრდავების მანიაკალურ დევნაზე და კონცენტრირება მოახდინონ უფრო მთავარზე.

„სრულყოფილება – ეს ბევრი ერის ტკივილია. ჩვენ ვფარავთ სახეს გრიმით, ვიკეთებთ ტონა მაკიაჟს, დიეტების დროს ვშიმშილობთ გულის წასვლამდე, აქეთ პილინგი, ბოტოქსი… ვცდილობთ, ლამაზად წარმოვაჩინოთ ის, რაც ბუნებრივად უფრო ლამაზია და უყურადღებოდ ვტოვებთ ყველაზე მთავარს.

იცით, ეს რა არის?

ეს არის სული! სული, რომელიც მუდამ მზრუნველობას და გალამაზებას საჭიროებს. როგორ და რატომ უნდა ელოდო, რომ ვინმე შეგიყვარებს, როცა შენ თავად არ გიყვარს შენი თავი. გადაფარო შენი თავი და იყო კმაყოფილი? ეს ხომ სიცრუეა და თავს ვიტყუებთ, ნამდვილად კმაყოფილი ხართ ამდენი პლასტიკით და მაკიაჟით მიღებული თქვენი თავის?  რა თმა უნდა არა. მინდა სწორად გაიგოთ-არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, როგორ გამოიყურებით გარეგნულად, თუ შინაგანად სრულიად დაცლილი და ცარიელი ხარ!

დღეს მე ვაცხადებ: აღარ ვიხმარ მაკიაჟს, რადგან დავიღალე სხვისი სახის ტარებით, დროა, ნიღბები ჩამოვიხსნათ. ვიცი, რომ უკვე ნაოჭები მეტყობა, მაგრამ მინდა მათ ვხედავდე-აი ეს ვარ ნამდვილი მე და მინდა მიმიღოთ ისეთი, როგორიც ვარ.

დროა, შევიგნოთ რომ მსოფლიოს ხელოვნური ესთეტიკა მართავს, რომელმაც დაგვატყვევა ილუზიებით იდეალურ გარეგნობაზე, ჩვენ ვართ ტყვეები იმ სტერეოტიპებისა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი და ვწვალობთ მთელი ცხოვრება, მე კი მსურს ვიყო ბუნებრივი და გავყვე დროს!

მე დავიღალე და ჩემს თავს ვეუბნები-სდექ!!! იგივეს გირჩევთ თქვენც. დაფიქრდით ვინ ხართ! ვერასდროს ვერავინ შეძლებს 100%-ით დააკმაყოფილოს  სილამაზის დაწესებული კრიტერიუმი. ერთადერთი სილამაზე არის ჩვენი სული და შინაგანი სამყარო! ეს სამუდამოა.”