„მომეცი საშუალება ვისუნთქო თავისუფლად“ – თათა ოქროპირიძის მორიგი ნამუშევარი

„მომეცი საშუალება ვისუნთქო თავისუფლად“ – თათა ოქროპირიძის მორიგი ნამუშევარი

გრძელდება პროექტი “ცხოვრება მშვენიერია”, რომლის ავტორებიც გახლავთ ლონდონში მცხოვრები ქართველი გოგონა თათა ოქროპირიძე და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილი.

„Let Me Yearn To Breath Free“ – „მომეცი საშუალება ვისუნთქო თავისუფლად“ – ეს არის ის ახალი მესიჯი, რომლის ირგვლივაც შეიქმნა ახალი ნამუშევარი.

„Let Me Yearn To Breath Free, როცა გარშემო ამდენი პრობლემაა, ხანდახან ნატრობ, ისუნთქო თავისუფლად. როდესაც გბოჭავს ცხოვრება, ძნელია იპოვო გამოსავალი, სადაც თავისუფლად ცხოვრებას შეძლებ, მაგრამ დანებებას არ აპირებ. ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ამ ყველაფრის შემდეგ კი ეს დავასკვენი: „No One Wins When Playing With Lives“. ზუსტად ეს იქნება ჩემი შემდეგი მესიჯი, რომელიც  საზოგადოებას მინდა გავაცნო,“ განაცხადა თათა ოქრპირიძემ.

ფოტოს ავტორი – George Van de Kamp

სამოდელო სააგენტოს “კატრინი“ მოდელი – Nini Grdzelishvili

კაბის დიზაინი- Tata Okroporidze

ფოტოსტუდია – Full moon shoots

სამოსი შექმნილია მოდის ატელიეში “კატრინი“.