Valentino ახალგაზრდა დიზაინერებს შანსს აძლევს

Valentino ახალგაზრდა დიზაინერებს შანსს აძლევს

Valentino-ს მოდების სახლმა საკუთარი Instagram-ის გვერდი დამწყები დიზაინერების პლატფორმად აქცია. ამის შესახებ გამოცემა Dazed წერს.

პროექტის ავტორი Valentino-ს კრეატიული დირექტორი პიერ-პაოლო პიჩოლია, რომელმაც გადაწყვიტა, Instagram-ის გვერდი ყოველ სეზონზე ერთ რომელიმე დამწყებ დიზაინერს დაეთმოს.

ნოვატორული პროექტის განხორციელებაში Valentino-ს არაკომერციული ორგანიზაცია Camera della Moda დაეხმარება, რომელის მიზანიც ახალგაზრდა დიზაინერების მხარდაჭერაა.

2022 წელს Valentino-ს Instagram-ის გვერდზე საკუთარ ნამუშევრებს ახალგაზრდა დიზაინერი მარკო რამბალდი წარმოადგენს.