პოლონელმა დიზაინერმა „ემოციური სამოსი“ შექმნა (ფოტოები)

პოლონელმა დიზაინერმა „ემოციური სამოსი“ შექმნა (ფოტოები)

პოლონელმა დიზაინერმა იგა ვაგლინსკამ ახალი კოლექცია „ემოციური სამოსი“ (Emotional Clothing) წარმოადგინა.

კოსტიუმებს სპეციალური სენსორები და ინდიკატორები აქვს, რომლებიც ადამიანის სტრესის დონის ვიზუალიზაციას ახდენს.

სენსორები სხეულის ტემპერატურას, გულისცემას, კანის რეაქციასა და სხვა რეფლექსებს აფიქსირებენ, ინდიკატორები კი მათ ვიზუალიზაციას ფერების ცვალებადობით ახდენენ.