„მის აშშ 2019“ ჩესლი კრისტი ნიუ-იორკში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც
New York Post პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, კონკურსის 30 წლის გამარჯვებულის ცხედარი კვირა დილით 60 სართულიან ცათამბჯენთან ნახეს.
კრისტი შენობის მეცხრე სართულზე ცხოვრობდა, მაგრამ ბოლოს 29-ე სართულზე შენიშნეს. გამოცემის ცნობით, გარდაცვალებამდე კრისტმა ჩანაწერი დატოვა, რომელშიც მითითებულია, რომ ყველაფერს დედას უტოვებს. ამასთან მან ინსტაგრამზე პოსტიც დადო, სადაც თავის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ამ დღემ მშვიდობა მოგიტანოთ“.
“ჩვენ განადგურებული ვართ და ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი საყვარელი ჩესლის გარდაცვალების შესახებ. ის ასხივებდა შუქს. ის ზრუნავდა, უყვარდა იცინოდა და ანათებდა”, – ნათქვამია კრისტის ოჯახის მიერ გავრცელებულ სამგლოვიარო ცნობაში.