ამერიკელი მომღერალი მადონა უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებს გამოეხმაურა. მის მიერ ჩაწერილ ვიდეორგოლში მომღერალმა პუტინი ჰიტლერსა და ლენინს შეადარა.
მადონას თქმით, რუსეთის უაზრო სიხარბეზე დაფუძნებული შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, უნდა შეჩერდეს.
„გთხოვთ, გაგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარება, რათა დაეხმაროთ უკრაინის მილიონობით მოქალაქეს, რომელთა ცხოვრება დაზარალდა ამ კრიზისის გამო. პუტინმა დაარღვია ყველა არსებული შეთანხმება ადამიანის უფლებების შესახებ. პუტინს არ აქვს უფლება ეცადოს, გაანადგუროს უკრაინის არსებობა.
ჩვენ მხარს გიჭერთ, პრეზიდენტო ზელენსკი! ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენი ქვეყნისთვის! უფალმა დაგიფაროთ! არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, როდესაც ასეთი მასშტაბის გეოპოლიტიკურ მოქმედებებს ვაწყდებით. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“ – განაცხადა მადონამ.