ნინო ქორთოშიძე: Georgia sky angels-ის შესარჩევი ქასთინგი უკვე დაწყებულია

ნინო ქორთოშიძე: Georgia sky angels-ის შესარჩევი ქასთინგი უკვე დაწყებულია

„თავიდან დაიბადა იდეა, რომლის განხორციელებაც ჩემს გუნდთან ერთად დავიწყე. ავიღე საერთაშორისო ლიცენზია, რისი მეშვეობითაც მაქვს შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს 180 ქვეყანაში ჩავატარო სილამაზის კონკურსი“, ამის შესახებ Georgia sky angels-ის პრეზიდენტმა ნინო ქორთოშიძემ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, კონკურსი Georgia sky angels-ის შესარჩევი ქასთინგი უკვე დაწყებულია, რომლის გრანდიოზილი ფინალიც 18 ივნისს ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტი დარბაზში გაიმართება.

„აქტიურად ვემზადებით 18 ივნისის ღონისძიებისთვის. იქამდე კი მიმდინარეობს გოგონების შერჩევა. თითოეული მათგანი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებს და გამარჯვებული გოგონა გაემგზავრება „მის ინტერკონტინენტალზე“, რომლის წარმომადგენლებიც გვეყოლება მოწვეული სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში“, – განაცახდა ნინო ქორთოშიძემ.