„შავი პანტერა“ ატლასის კაბაში ბრწყინავს

„შავი პანტერა“ ატლასის კაბაში ბრწყინავს

„კანის“ წლევანდელ კინოფესტივალზე 52 წლის ნაომი კემპბელმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან ჯერ „ვალენტინოს“ შავი, ბუმბულებიანი კაბა მოირგო და ყველა და ყველაფერი დაჩრდილა, ბოლო გამოჩენაზე კი ამავე ფერის „სკიაპარელის“ „ლუქით“ გაიბრწყინა.

მას სხეულზე მომდგარი, ატლასის კაბა ეცვა, რომელსაც მკერდზე დიდი ბაფთა ამშვენებდა. მის „ლუქს“ დიდი ზომის მოსაცმელი ასრულებდა.

fortuna.ge