რა საჩუქარი გაუკეთა გია ნიკოლაძემ დაბადების დღეზე ანასტასია ბაკურაძეს?

რა საჩუქარი გაუკეთა გია ნიკოლაძემ დაბადების დღეზე ანასტასია ბაკურაძეს?

სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ხელმძღვანელი ეკა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მის შვილს, პატარა მოდელს, მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულს, ანასტასია ბაკურაძეს 12 წლის იუბილეს ულოცავს.

ამასთან, მომღერალმა გია ნიკოლაძემ პატარა ვარსკვლავს მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთა და სპეციალურად ანასტასიასთვის სიმღერა ჩაწერა.

„12 წლის უკან, გაგუას კლინიკაში 3 სექტემბერს დაიბადა თეთრი გოგონა 4 კგ და 59 სანტიმეტრი, მწვანე თვალებით და დიდი წითელი ტუჩებით…

12 წლის მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით სამოდელო კონკურსების სფეროში, ფესტივალებზე, მოდის კვირეულებზე თავისი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინა და საქართველოში 3 წლიდან დღემდე „გრან – პრით“ ხელდამშვენებული ბრუნდება, რაც ყველაზე მთავარია ქართულ – ამერიკული სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა და ყველა საგანში 10 ქულა აქვს.

ანასტასია ბაკურაძე და ეკა მგალობლიშვილი

მღერის, ცეკვავს, პატარა მსახიობი და მოდელია… 

თავისი პატარა შემოსავალიც აქვს, რომლითაც  ძირითადად მიუსაფარ ძაღლებს  კვებავს  ქუჩაში…

არის პრეტენზიული, შრომისმოყვარე,  მებრძოლი, კეთილი …

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ვინც ჩემი შვილის წინსვლაში ხელი შემიწყო და ყველაზე დიდი მადლობა უფალს.

მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება , სიკეთე, სიყვარული, უფლის წყალობა…

მადლობა ჩემს უსაყვარლეს ადამიანებს გია ნიკოლაძეს და ფატუნას ესეთი სიურპრიზისათვის, ეს მე და ჩემს შვილს არასოდეს დაგვავიწყდება❤️

Happy Birthday my princess“, – წერს ეკა მგალობლიშვილი.

P.S. Fashiontime ულოცავს პატარა ვარსკვლავს დაბადების დღეს და ულევ წარმატებას უსურვებს.