სილამაზის კონკურსის „მის და მისტერ პლანეტა“ ქასთინგი დაიწყო – საქართველოს მსოფლიო ლამაზმანები ესტუმრებიან

სილამაზის კონკურსის „მის და მისტერ პლანეტა“ ქასთინგი დაიწყო – საქართველოს მსოფლიო ლამაზმანები ესტუმრებიან

2015 წლიდან დღემდე საერთაშორისო სილამაზის კონკურსი ,,მის და მისტერ პლანეტა” საქართველოში იმართება.

 “2022 წლის 30 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს 15-დან 20-მდე ქვეყნის გამარჯვებული მისი და მისტერი ესტუმრება, საერთაშორისო ჟიურის თანხლებით.

“ვაცხადებთ ქასთინგს ,,მის და მისტერ პლანეტა -საქართველო’’ -2022 კანდიდატების შესარჩევად

ასაკი : 19 წლიდან 29 წლის ჩათვლით გოგონები და ვაჟები.

ქასთინგი გაიმართება 15 ნოემბერს 18:00 საათზე, ქ.თბილისი თ. ნადარეიშვილის 8 (დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში)“, – აცხადებს სამოდელო საგენტო.