64 წლის მადონა საავადმყოფოში გადაიყვანეს – რა დაავადებას ებრძვის მომღერალი?

64 წლის მადონა საავადმყოფოში გადაიყვანეს – რა დაავადებას ებრძვის მომღერალი?

ამერიკელი მომღერალი მადონა საავადმყოფოში მძიმე ბაქტერიული ინფექციით გადაიყვანეს. ამის შესახებ მისმა მენეჯერმა გაი ოზრიმ ინსტაგრამზე განაცხადა.

24 ივნისიდან მადონა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. 64 წლის მომღერლის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, ექიმები აგრძელებენ მის მონიტორინგს.

მადონას ავადმყოფობის გამო, გადაწყვიტეს გააუქმონ მისი კონცერტები, მათ შორის Celebration მსოფლიო ტურნე, რომელიც ემთხვევა მისი შემოქმედებითი კარიერის 40 წლის იუბილეს.

Variety-ის ცნობით, ზეიმი ვანკუვერში 15 ივლისს უნდა დაიწყებულიყო. ღონისძიების ახალი თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.