რომელია ყველაზე მოდური ვარცხნილობა – იხილეთ 9 საუკეთსო სტილი

რომელია ყველაზე მოდური ვარცხნილობა – იხილეთ 9 საუკეთსო სტილი

თმის როგორი შეჭრის სტილია აქტუალური ამ გაზაფხულზე? ჩვენ გთავაზობთ მარტივ რეკომენდაციებს სხვადასხვა სიგრძისა და ტექსტურის თმისთვის.

“შეგი”

ეს უნივერსალური ვარცხნილობა უხდება ნებისმიერი ასაკის ქალს და შესაფერისია თმის თითქმის ნებისმიერი სტრუქტურისთვის: თხელ თმას მოცულობას შემატებს, მძიმე და სქელ თმას უფრო მსუბუქს გახდის.

1-1678176287.png

აჩეხილი “ბობი”

ეს ვარცხნილობა ხაზს უსვამს ინდივიდუალობას და ორიგინალურობას ნებისმიერ ფოტოში. მთავარი პლუსი ის აქვს, რომ დაყენების მრავალი ვარიანტია შესაძლებელი.

2-1678176301.png

“ბიქსი”

თუ ვერ გადაწყვეტთ გააკეთოთ არჩევანი “ბობისა” და “პიქსის” შორის, სცადეტ მათი კომბინაცია – “ბიქსი”, რომელიც 2023 წელს ძალიან აქტუალური ვარცხნილობა იქნება.

rogor-1678177226.jpg

სწორი ან მომრგვალებული წინამო

წინამოს შეუძლია მთლიანად გარდაქმნას სახე, მისცეს უფრო ახალგაზრდული იერი.

ამ სეზონზე ტენდენციაში ორი უკიდურესობაა: – ის არის ან ძალიან სქელი, ან ძალიან თხელი.

4-1678176327.png

” ბობი კარე”

თმის შეჭრის ეს სტილი ყოველთვის აქტუალური იქნება.

აქ აქცენტი კეთდება ინდივიდუალურობაზე თმის სიგრძესა და სტრუქტურაში.

“ბობი” შესანიშნავია როგორც ტალღოვანი, ისე სწორი თმისთვის.

5-1678176340.png

“ვოიაჟი”

ეს ვარცხნილობა სამოციან წლებში გამოჩნდა.

ახლა კი კვლავ პოპულარობას იძენს და ამ სეზონზე აუცილებლად იქნება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ვარიანტი. ის უხდება თმის ნებისმიერ ფერს.

6-1678176351.png

დაგრძელებული წინამო

წინამო კვლავ პოპულარული იქნება 2023 წელს, მაგრამ ჩვენ გირჩევთ, ექსპერიმენტი ჩაატაროთ ფორმაზე – სცადეთ სწორი ან წაგრძელებული.

შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა მეტი კონტრასტი ფერში. ეს გამოაჩენს თვალების სიკაშკაშეს და გაანათებს კანის ტონს.

rogor5-1678177578.jpg

ულტრამოკლე “პიქსი”

კარგია მეამბოხეებისთვის და ყველაზე გაბედული ადამიანებისთვის. შერწყმულია ქერა ფერთან.

კლასიკური “კასკადი”

თმის შეჭრა, რომელიც პოპულარობის პიკზე იყო 80-იან წლებში, კიდევ ერთხელ ხდება ტრენდული.

შესანიშნავია მათთვის, ვინც დაიღალა ერთი სიგრძის თმით და სურს სიმსუბუქე მისცეს. იდეალურად გამოიყურება საშუალო და გრძელ თმაზე.

სტატია გამოაქვეყნა საიტმა rogor,ge