ტეილორ სვიფტი მილიარდერი გახდა

ტეილორ სვიფტი მილიარდერი გახდა

Bloomberg-ის მონაცემებით, ტეილორ სვიფტი მილიარდერი გახდა. პოპ-ვარსკვლავის ქონებამ $1 მილიარდს გადააჭარბა.

გამოცემის ცნობით, სვიფტი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მომღერალთაგან, ვინც ამ სტატუსს მხოლოდ მისი მუსიკისა და შესრულების საფუძველზე მიაღწია.

მომღერლის მთლიანი ქონება ახლა $1,1 მილიარდს შეადგენს, რაც Eras-ის ტურის წყალობით მოაგროვა.