„მის ამერიკა 2024“ აშშ-ს საჰაერო ძალების ოფიცერი  გახდა

„მის ამერიკა 2024“ აშშ-ს საჰაერო ძალების ოფიცერი  გახდა

„მის ამერიკა 2024“ კოლორადოელი მედისონ მარში გახდა, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალების მოქმედი ოფიცერია.

იმის გარდა, რომ მედისონ მარში სერტიფიცირებული პილოტია, ის ასევე ფლობს შავ ქამარს ტაეკვანდოში.

22 წლის მედისონ მარში აშშ-ს საჰაერო ძალების ლეიტენანტია. მან ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში საჰაერო ძალების აკადემიაში მიიღო, ახლა კი ჰარვარდის უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკას სწავლობს.

მისი თქმით, მან სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მიღება ქალი სამხედროების შესახებ სტერეოტიპების დასამსხვრევად გადაწყვიტა.

მედისონ მარშის თქმით, ის კონკურსისთვის ფიზიკურად მოსამზადებლად სამხედრო ვარჯიშებს იყენებდა.