„წარმატების ფორმულა“ – ეკა მგალობლიშვილის საავტორო გადაცემა PALITRA NEWS-ზე დაიწყო

„წარმატების ფორმულა“ – ეკა მგალობლიშვილის საავტორო გადაცემა PALITRA NEWS-ზე დაიწყო

„პალიტრაინიუსის“ ეთერში, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ და გადაცემის „მონეტიზაცია“ ერთობლივი პროექტი „წარმატების ფორმულა“ დაიწყო.

რუბრიკის წამყვანი სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი ეკა მგალობლიშვილია. აღსანიშნავია რომ გადაცემას ჰყავს თანაწამყვანებიც, „კატრინის“ წარმატებული მოდელები: ანასტასია ბაკურაძე, მარიამ ბერძენიშვილი, ნუცა გრიგალაშვილი, იოანა შერვაშიძე, მარიამ მირიანაშვილი და ანი სტეფანიშვილი.

როგორც რუბრიკის ავტორმა და წამყვანმა, ეკა მგალობლიშვილმა FashionTime –თან საუბრისას აღნიშნა, მისი მთავარი მიზანია რუბრიკის „წარმატების ფორმულა“ მეშვეობით აღმოაჩინოს და საზოგადოებას გააცნოს ნიჭიერი ადამიანები.

„სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ხელმძღვანელობით არაერთი პროექტი ხორციელდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოს, ჟურნალს, გაზეთს, რომლებიც აქტიურად აშუქებენ „კატრინის“ წარმატებას საქართველოში თუ სხვადასხვა ქვეყანაში სამოდელო კონკურსებზე, სილამაზის კონკურსებზე, მოდის კვირეულებზე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით „პალიტრანიუსში“, გადაცემაში „მონეტიზაცია”, სანდრო ვეფხვაძესა და ნინა ჯალიაშვილს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, შემოგვთავაზეს, რომ გაგვეკეთებინა რუბრიკა, წარმატების ფორმულა ეკა მგალობლიშვილთან ერთად, სადაც სტუმრად მოვიწვევთ საზოგადოებისთვის საყვარელ ადამიანებს, წარმატებულ სახეებს სხვადასხვა სფეროდან, ცნობილ მომღერლებს, მსახიობებს, მოდელებს, სპორტსმენებს, ვარსკვლავურ წყვილებს, ოჯახებს, საქმიან და ძლიერ ქალბატონებს, მამაკაცებს, სხვადასხვა პროფესიის პოპულარულ ადამიანებს.

მოკლედ სტუმრად გვეყოლება ყველა ის ადამიანი, ვინც მაყურებელს უყვარს, უსმენს, უყურებს და თვალ-ყურს ადევნებს სოციალური ქსელისა და ტელეეთერის მეშვეობით. თუმცა მე მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად გავაკეთებ აღმოჩენას, ეს ჩემი დევიზია,

ეკა მგალობლიშვილი

მე არა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვისაუბრებ, რომლებიც თითქმის ყველა ტელევიზიასა და პრესაში, პირიქით, მინდა აღმოვაჩინო ნიჭიერი ადამიანები საქართველოს თუ მსოფლიოს მასშტაბით და მიყვარს, როდესაც მათ ვაცნობ საზოგადოებას და არ ვიცი რამდენად თამამი განცხადებაა ჩემგან, რადგან კატრინი ერთგვარად წარმატების სიმბოლოსთან და მსოფლიო აღიარებასთან ასოცირდება, ვისაუბრებ აუცილებლად წარმატების ფორმულაზე, იმაზე თუ რა გზას გადიან ადამიანები წარმატების მისაღწევად იმისათვის, რომ საზოგადოების სიყვარული და აღიარება მოიპოვონ.

ეს გზა ყოველთვის სავსეა დაბრკოლებებით, ბრძოლით, სირთულეებით რადგან ხალხის სიყვარულის მოსაპოვებლად უდიდესი შრომაა საჭირო, კატრინის 15 წლიანი ისტორიაც ამის ნათელი მაგალითია.

საერთაშორისო პროექტებისთვის მზადება, უძილო ღამეები, უამრავ რამეზე უარის თქმა პოდიუმზე გასვლის წინ. ხანდახან ცრემლიც. 10 საათიანი ფრენის შემდეგ, საპასუხისმგებლო ჩვენების წინ, მაგრამ ბოლოს დამაგვირგვინებელი გამარჯვება, აპლოდისმენტებით, აღიარება, ხალხის სიყვარული და იმ წუთებში ხვდები, რომ ეს გადაღლა ამად ღირდა, არაფერია ხალხის სიყვარულზე უფრო ფასეული. ძირითადად ეს იქნება გადაცემის მიზანი.

სასტუმრო „Tbilisi Tower“

აუცილებლად მეყოლება თანაწამყვანები, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვაცხადებ, რომ კატრინი არ ზრდის მხოლოდ და მხოლოდ მოდელებს. ჩვენთან არიან უნიჭიერესი გოგონები და ჩვენი ეთერის თანაწამყვანები იქნებიან მსოფლიოს სხვადასხვა სილამაზისა და სამოდელო კონკურსებში გამარჯვებულები. ბავშვები, რომლებიც ფლობენ ძალიან კარგად ინგლისურს, რუსულს, გერმანულს, სხვადასხვა ენებს და არიან პარალელურად წარმატებულები უნივერსიტეტში, სკოლაში.

თინეიჯერებიდან ავარჩიე ისინი, ვინც, უკვე 10 წელია მსოფლიოს მასშტაბით იცნობენ, ისინი მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფესტივალებში და მათ არაერთხელ ასახელეს საქართველო. ესენი გახლავთ ანასტასია ბაკურაძე, მარიამ ბერძენიშვილი, ნუცა გრიგალაშვილი და უფროსი თაობიდან მარიამ მირიანაშვილი, ანი სტეფანიშვილი და პარალელურ რეჟიმში გვეყოლება კატრინის სხვადასხვა მოდელები. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რუბრიკის გენერალურ სპონსორს სასტუმრო „Tbilisi Tower“ და რუბრიკის პარტნიორს, ქართული სამოსის ბრენდს „Choxa Ge““ – განაცხადა ეკა მგალობლიშვილმა.

FashionTime ესაუბრა გადაცემის თანაწამყვანებს, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ წარმატებულ მოდელებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებულ გოგონებს.

ანასტასია ბაკურაძე

„პირველად ვარ წამყვანი, ცოტა არ იყოს ვინერვიულე და ემოციურად ვიყავი თავიდანვე განწყობილი. საერთოდ ღელვა არ მახასიათებს, რადგან ორი წლიდან დავდივარ სამოდელო სააგენტო კატრინში, მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება მიღებული, საერთაშორისო კონკურსებზე და ძალიან ბევრ კონკურსში გამიმარჯვია. ასევე სხვადასხვა მოდის კვირეულებზე დავდივარ, მაქვს ტანსაცმლის ბრენდი”ანასტასია”. ძალიან მალე, 24 თებერვალს მივემგზავრები მილანში ჩვენებაზე, სადაც ბრენდი „ანასტასია” მიიღებს მონაწილეობას და ასევე ადგილობრივ ტელევიზიაში, დაგეგმილია ინტერვიუ. მინდა, ვთქვა, რომ როდესაც საზღვარგარეთ გადაცემებში მიწვევენ, ჩემი უპირველესი მიზანი და პრიორიტეტია, რომ მათ გავაცნო ჩვენი ქვეყანა, საქართველო“, – განაცხადა მრავალი საერთაშორისო კოკნურსის გამარჯვებულმა, მოდელმა და დიზაინერმა ანასტასია ბაკურაძემ.

„პირველად ვარ თანაწამყვანი. ტელევიზიაში წამყვანად მუშაობის გამოცდილებაც სიახლეა ჩემთვის. ყველას ვურჩევ, რომ უყუროს ამ გადაცემას. მაყურებელს ვპირდებით, რომ ძალიან საინტერესო ადამიანებს გაიცნობენ ჩვენს გადაცემაში” – ამბობს  კატრინის მოდელი მარიამ ბერძენიშვილი.

მარიამ ბერძენიშვილი

„ძალიან საინტერესოა ჩემთვის, რადგან გავხდი „წარმატების ფორმულას” თანაწამყვანი, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ამ გადაცემაში წარმატებულ ადამიანებთან ერთად ვიქნები და ბევრ წარმატებულ და ნიჭიერ სახეს აღმოვაჩენთ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. გარდა ამისა დღეს ქართული სამოსით ვარ წარმოდგენილი, ბატონი ნუგზარ კვანტალიანის სამოსით“, – ამბობს კატრინის მოდელი მარიამ მირიანაშვილი.

დღევანდელი გადაცემის მოწვეული სტუმარი გახლავთ Chokha.Ge-ს დამფუძნებელი, დიზაინერი ნუგზარ კვანტალიანი, რომელმაც ბრენდის ისტორიაზე, ქართული სამოსის თავისებურებებზე ისაუბრა.

„მე ძალიან მიხარია, რომ მსგავსი ტიპის გადაცემებში ხდება ქართული ნაციონალური სამოსის პოპულარიზაცია. ქალბატონი ეკა ძალიან დიდ პოპულარიზაციას უწევს ქართულ სამოსს, მადლობა მას ამისთვის.

რაც შეეხება ჩემს ბრენდს, სახელი Chokha.Ge წარმოიშვა ჩვენი საიტიდან. პირველად შევქმენით საიტი, და უშუალოდ საიტიდან გაგვიცნო საზოგადოებამ. აღარ გვიფიქრია შემდეგ სახელზე, რადგან Chokha.Ge-ს უკვე კარგად იცნობდა საზოგადოება. ბავშვობიდან ამ სფეროში ვარ, ჯერ კიდევ დედა, კომუნისტების დროიდან კერავდა ქართულ სამოსს. იყო კულტურის სამინისტროზე დაქვემდებარებული ატელიე, სადაც ქართული სამოსი იკერებოდა. მაშინ დედას ვეხმარებოდი, შემდეგ 2012 წელს დავიწყე დამოუკიდებლად მუშაობა, მანამდე კი ოპერის სამკერვალოში ჩოხების გამომჭრელად ვმუშაობდი. როდესაც ოპერის სამკერვალო დაიშალა და აღარ ფუნქციონირებდა, დავიწყე დამოუკიდებლად მუშაობა.

მარიამ მირიანაშვილი

ჩოხას და ქართულ სამოსს აქვს ძალიან ბევრი წვრილმანი დეტალი, რომელიც ხელით უნდა გაკეთდეს. ბავშვობიდან ამას ვაკეთებდით მე და ჩემი და და აქედან შევისწავლეთ ეს საქმე” -აღნიშნა ნუგზარ კვანტალიანმა.

მან ასევე ისაუბრა ეროვნულ სამოსზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მიხედვით, სამოსის დამახასიათებელ ნიშნებსა და მის სპეციფიკაზე.

მაგალითად, აჭარული ფორმა ძალიან განსხვავდება ყველა კუთხის ფორმისგან თავისი თარგით. ჩაქურა, ქამარი, შარვალი ერთადერთი რაც საერთოა ესაა ყაბალახი, რომელიც დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია, როგორც გურიაში ასევე სამეგრელოსა და იმერეთში. იმერეთში ფაფანაკიც ეკეთათ, ან თავზე ჰქონდათ ან მხარზე ეკეთათ, რომელზეც საგვარეულო გერბი იყო ამოტვიფრული და ფაფანაკს საბრძოლო დანიშნულებაც ჰქონდა..

რაც შეეხება ჩოხებს, განსხვავებულია ყველა კუთხის ჩოხა. ეს განსხვავებები არის საქილეების დახრაზე. იმერულს სწორად აქვს საქილეები, აფხაზურ ჩოხას დახრილი ავს და იღლიისკენ მიდის. კუთხეების მიხედვით განსხვავდებოდა ჩოხები ფერითა და სიგრძით.

კოლხეთში ეცვათ ჭაობისფერი ჩოხები და ის თუ რატომ იყო კუთხეების მიხედვით ჩოხის ფერებიბი განსხვავებული, ერთადერთი ლოგიკა და დასკვნა სემიძლია გავაკეთო, ხშირად იყო როცა აბრაგულ ცხოვრებას ეწეოდნენ, იმალებოდნენ ტყეში და ეს ფერი ახლოს იყო ფოთლის, ტყის ფერთან, როგორც სამხედრო კამუფლაჟია ისეთი ფერი იყოს, ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ჩოხების ფერები იყო განსხვავებული.

სამოდელო სააგენტო “კატრინი” და ნუგზარ კვანტალიანი

რაც შეეხება ქალის სამოსს, ქალბატონების სამოსი განსხვავებულია, აქვს სხვადასხვა ორნამენტები. საქილეები ძველად ქალის სამოსზე არ იყო, დღეს მოხდა ინტერპრეტაცია და ზოგჯერ არის, რომ შევხვდებით საქილეებს ქალის სამოსზე.

როდესაც ჩვენ ეს საქმე დავიწყეთ არ გვქონია არანაირი კომერციული გათვლა. რასაც ვაკეთებდით ეს იყო აზარტი და ქართული სამოსის სიყვარული. მე დავდიოდი ცეკვაზე, მიყვარდა ქართული სამოსის ჩაცმა და სწორედ ქართული სამოსის სიყვარულით დავიწყეთ ეს. იმ პერიოდში ქართულ სამოსზე მოთხოვნა არ იყო,, მოთხოვნა იყო ცეკვის ანსამბლებსა და ფოლკლორულ გუნდებზე და ჩვენც მათთვის ვმუშაობდით. მოგვიანებით საზოგადოებაშიც გაჩნდა დიდი ინტერესი. ადრე თუ მხოლოდ თამადას ეცვა ჩოხა, ახლა ქართული სამოსი აცვია როგორც სიძესა და პატარძალს ასევე მათ მეგობრებს,” – განაცხადა ნუგზარ კვანტალიანმა.

„მე ვარ „კატრინის“ წარმატებული მოდელი.  პირველად ვარ წამყვანი, მართალია ცოტა ვღელავ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავს წარმატებით გავართმევ ამ ახალ გამოწვევას.

ნუცა გრიგალაშვილი

ძალიან ბევრ ტელევიზიაში ვყოფილვარ მიწვეული, როგორც სამოდელო სააგენტო „კატრინის“ წარმატებული მოდელი, მაგრამ როდესაც ქალბატონმა ეკამ შემომთავაზა ვყოფილიყავი გადაცემის თანაწამყვანი ძალიან გამიხარდა. დიდი მადლობა მას“, – განაცხადა ნუცა გრიგალაშვილმა.

ელენე კალმახელიძე, მოდელი:

_ მე ვარ სტუმრის სტატუსით მოწვეული, მაცვია ბატონი ნუგზარ კვანტალიანის სამოსი. ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ გადაცემას „წარმატების ფორმულა“, ქალბატონ ეკას და „კატრინის“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს.  

ანი სტეფანიშვილი:

_ მე ვარ სამოდელო „კატრინის“ წარმატებული მოდელი. გავხდი გადაცემის „წარმატების ფორმულა” თანაწამყვანი და მადლობა ქალბატონ ეკას, რომ მომცა ამის საშუალება. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს გადაცემა წარმატებული და რეიტინგული იქნება.

რუბრიკის გენერალური სპონსორია სასტუმრო „Tbilisi Tower“, ხოლო რუბრიკის პარტნიორი ქართული სამოსის ბრენდი „Choxa Ge“

თეკლა სანიკიძე, Fashiontime

ელენე კალმახელიძე
ანი სტეფანიშვილი