ოსკარ დე ლა რენტას კაბაში გამოწყობილი პამელა ანდერსონი Met Gala 2024-ზე უმაკიაჟოდ მივიდა

ოსკარ დე ლა რენტას კაბაში გამოწყობილი პამელა ანდერსონი Met Gala 2024-ზე უმაკიაჟოდ მივიდა

პამელა ანდერსონი Met Gala 2024-ზე უმაკიაჟოდ მივიდა. ამის შესახებ TMZ წერს. აღსანიშნავია, რომ ეს მსახიობისთვის პირველი Met Gala იყო.

უკვე ერთი წელია, რაც „მაშველების“ ვარსკვლავმა მაკიაჟის გაკეთებაზე უარი თქვა. როგორც ჩანს, გამონაკლისი არც მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო აღმოჩნდა, რომელიც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში გაიმართა.

ანდერსონს წვეულებაზე ოსკარ დე ლა რენტას კაბა ეცვა და ყელზე 200 კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამი ეკეთა.