პრინცესა ბეატრისი ფეხმძიმედაა

პრინცესა ბეატრისი ფეხმძიმედაა

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის შვილიშვილი, პრინცესა ბეატრისი ფეხმძიმედაა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

ბავშვი შემოდგომაზე დაიბადება და ბრიტანეთის რიგით მე-11 მემკვიდრე იქნება. ბეატრისისა და მისი მეუღლე ედო მაპელი მოცისთვის ის პირველი შვილი იქნება.

წყვილმა 2020 წლის სექტემბერში იქორწინა.