თეთრი სახლის ყოფილი სტაჟიორი Reformation-ის სახე გახდა

თეთრი სახლის ყოფილი სტაჟიორი Reformation-ის სახე გახდა

თეთრი სახლის ყოფილი სტაჟიორი, მწერალი და აქტივისტი, 50 წლის მონიკა ლევინსკი ტანსაცმლის ბრენდის, Reformation-ის სახე გახდა. სარეკლამო კამპანიის ფოტოები ბრენდის Instagram-ზე გავრცელდა.

ამერიკის 42-ე პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და თეთრი სახლის სტაჟიორ მონიკა ლევინსკის შორის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ 1998 წელს გახდა ცნობილი. ამის შემდეგ წარმომადგენელთა პალატამ კლინტონი ყალბი ჩვენების მიცემაში და სამართალწარმოებისთვის ხელის შეშლაში დასდო ბრალი და იმპიჩმენტი გამოუცხადა.

სენატმა ყალბი ჩვენების მიცემის მუხლით იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა, სამართალწარმოებისთვის ხელის შეშლის საკითხზე კი ხმები 50/50-ზე გაიყო. შესაბამისად, იმპიჩმენტი არ შედგა, კლინტონი კი თეთრ სახლში საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დარჩა.