35-წლიანი სტაჟის მქონე ქართველი პედიატრი კორონავირუსით ინფიცირებულებს უფასო კონსულტაციას სთავაზობს

35-წლიანი სტაჟის მქონე ქართველი პედიატრი კორონავირუსით ინფიცირებულებს უფასო კონსულტაციას სთავაზობს

პედიატრი და ოჯახის ექიმი, თამარ ცანავა სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები კოვიდთან დაკავშირებით… გულს მტკენს, როცა მესმის, რომ ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, ცხელ ხაზს…
ვფიქრობ, შევძლებ ზოგიერთი თქვენგანის დახმარებას თუ არ გაქვთ დროული რეკომენდაციები. ვარ სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი. და 35-წლიანი გამოცდილების მქონე პედიატრი.
იქნებ, სხვებმაც მომბაძონ და დავეხმაროთ საჭიროების მქონე პაციენტებს.
სატელეფონო კონსულტაციისთვის შეგიძლიათ, დამირეკოთ: 599 10 66 29
თუ ვინმეს არ გაქვთ ანგარიში, რომ დამირეკოთ, მომწერეთ პირადში და მე გადმოგირეკავთ“, – წერს თამარ ცინავა.