ანტარქტიდაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ანტარქტიდაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

მეცნიერებმა ანტარქტიდაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დააფიქსირეს. როგორც სააგენტო AFP წერს, 14 თებერვალს, პირველად, კონტინენტის ისტორიაში ჰაერი 20,75 გრადუსამდე გათბა.

სააგენტო აღნიშნავს, რომინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანტარქტიდაში ტემპერატურა 20 გრადუსს გადასცდა, უფრო მეტად ზრდის იმის შიშს, რომ ის პლანეტის გადახურებას უკავშირდება.

ანტარქტიდაში ყინულის დნობის დაჩქარება ოკეანეების დონეს ზრდის, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სანაპიროებზე განლაგებული ქალაქებისა და პატარა კუნძულებისთვისუდიდეს საფრთხეს.

გაეროს მონაცემებით, ბოლო ათწლეული ყველაზე თბილი აღმოჩნდა ანტარქტიდაში, ყველაზე ცხელი კი 2016 წელი იყო. ამ მხრივ მეორე პოზიციაზეა 2019 წელი. 2020 წლის პირველი თვე ასევე ყველაზე ცხელი იყო ანტარქტიდაში ტემპერატურაზე დაკვირვების შემოღების პერიოდიდან მოყოლებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.