პატრისია კაასი: „მამაკაცებმა იმედები გამიცრუეს“

პატრისია კაასი: „მამაკაცებმა იმედები გამიცრუეს“

ფრანგი მომღერლის პატრისია კაასიის რომანებს ოდესღაც მთელი მსოფლიოს მედია განიხილავდა. მას მიაწერდნენ ურთიერთობას ჟერარ დეპარდიესთან, რუს მსახიობთან ანდეი სოკოლოვთან და თვით ალენ დელონთანაც კი. მაგრამ საბოლოოდ არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა მისი ბედის.

მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებისა და არაერთი პარტნიორის მიუხედავად, გათხოვილი არასოდეს ყოფილა.

„მამაკაცებმა იმედი გამიცრუეს, ისინი მერკანტილურები და პროგნოზირებადები არიან“, – დაწერა ავტობიოგრაფიულ წიგნში მომღერალმა.

კაასი არ მალავს თავის დამოკიდებულებას მამაკაცებისადმი და ამაზე ღიად საუბრობს:

„ძალიან ვწუხვარ, რომ დღემდე ვერ შევხვდი მამაკაცს, რომელიც ჩემი მეუღლე გახდებოდა. ალფონსებით დავიღალე, რომლებიც ჩემგან რამდენიმეთვიანი თანაცხოვრების სანაცვლოდ ალიმენტებს ითხოვენ. მწყინს, რომ დედობის ბედნიერება ვერ შევიგრძენი. შემეძლო, დედა გავმხდარიყავი, ბუნებამ ამის შანსი არაერთხელ მომცა, მაგრამ მე იგი უარვყავი. უნდა ვაღიარო, რომ კარიერა ავირჩიე“, – განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.