რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი კანის ფესტივალის ჟიურის წევრად აირჩიეს

რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი კანის ფესტივალის ჟიურის წევრად აირჩიეს

ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრად აირჩიეს. ის, ჟიურის სხვა წევრებთან ერთად, ერთ-ერთი სექციის გამარჯვებულებს დაასახელებს.

აღსანიშნავია, რომ კულუმბეგაშვილმა წელს გადაიღო თავისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი კინო სურათი ,,დასაწყისი”, რომელიც კანის წლევანდელი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ სპეციალურ გამოშვებისას მისი ჩვენებაც გაიმართება.

27 სექტემბერს სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა დასაწყისი ოთხ მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის ოქროს ნიჟარა გადაეცა, როგორც წლის საუკეთესო ფილმს.

8 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ ოსკარების მომავალ დაჯილდოებაზე საქართველოს სახელით სწორედ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი იბრძოლებს.

ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, არა მხოლოდ საერთაშორისო დაჯილდოებების ყურადღება მიიქცია, არამედ უცხოური პრესის მოწონებაც დაიმსახურა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.