კიმ კარდაშიანმა ქართველი დიზაინერის სამოსი მოირგო

კიმ კარდაშიანმა ქართველი დიზაინერის სამოსი მოირგო

ამერიკელმა ბინზესვუმენმა და ტელეწამყვანმა კიმ კარდაშიანმა ქართული ბრენდის სამოსი მოირგო. სოციალურ ქსელ Instagram-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, ის ქართველი დიზაინერის ტანსაცმლით პოზირებს.
39 წლის კარდაშიანს ქართული ბრენდის Situationist-ის შავი ტყავის კომბინეზონი აცვია. ჩაცმულობას კიმმა Hermes Kelly-ის ჩანთაც შეუხამა.
ქართულ ბრენდ SITUATIONIST-ს – სათავეში ნიჭიერი დიზიანერი, ირაკლი რუსაძე უდგას. ირაკლი წლებია, ამ სფეროშია და მის სახელს არაერთი წარმატება უკავშირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.