სოფი ლორენის მონაწილეობით ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

სოფი ლორენის მონაწილეობით ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

Netflix-მა საკუთარ იუთუბ არხზე გამოაქვეყნა ფილმის The Life Ahead-ის ტრეილერი, რომელშიც ლეგენდარული იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი მონაწილეობს.

ფილმი სოფი ლორენის შვილმა, ედუარდო პონტიმ გადაიღო.

ფილმი ჰოლოკოსტს გადარჩენილი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც 12 წლის სენეგალელ მიგრანტთან დედა-შვილური ურთიერთობა ჩამოუყალიბდება.

Netflix-ი ფილმის პრემიერას 2020 წლის 13 ნოემბერს გეგმავს.