19-დან 22 ნოემბრის ჩათვლით თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული გაიმართება. მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, ამჯერად არსებული ეპიდვითარების გამო წელს ციფრულ ფორმატში ჩატარდება.
20 შერჩეული დიზაინერი უახლეს კოლექციებს გლობალური აუდიტორიის წინაშე წარადგენს. ვირტუალური სივრცე ორგანიზებულია, თითოეულ ბრენდს კალენდარში თავისი დრო აქვს განკუთვნილი.
![თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება | imedinews](https://vod.imedi.ge/new/imedinews/G/1905/50/11/47/WT_Bs6Hk6USEZeNGfVsmZA/pjimage-4.jpg)
ონლაინ პლატფორმა www.MBFWtbilisi.online 19 დან 22 ნოემბრის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი, სადაც ნებისმიერი სტუმარი ძალიან საინტერესო მულტიმედია კონტენტს, დიზაინერების დღიურებს, ინტერვიუებსა და ბექსთეიჯის მომენტებს იხილავს.