მაკა შალიკაშვილი: ,,ქართული ბრენდი „ხატკო“ ნოვატორია თავის საქმეში“

მაკა შალიკაშვილი: ,,ქართული ბრენდი „ხატკო“ ნოვატორია თავის საქმეში“

Fashiontime-ისსტუმარი მსახიობი დაქართული ბრენდის „ხატკო“ სახე, მაკა შალიკაშვილია.

მაკა, როგორ შედგა თქვენი და ხათუნა კობახიძის „ხატკოს“ თანამშრომლობა?

_ ყველაფერი მეგობრობით დაიწყო, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ ადამიანობა, ადამიანური თვისებები და შემდეგ უკვე საქმიანობა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ხათუნას პიროვნება. ის არის უერთგულესი, უკარგესი,

No description available.

სულის და გულის გოგო, რომელსაც შეუძლია კარგი მეგობრობა.

რაც შეეხება საქმიანობას, ხათუნა კობახიძე არის მზარდი ანუ ძალიან პროგრესირებადი დიზაინერი. ბევრი კომპანია, ორგანიზაცია, დიზაინერი თუ სხვა ობიექტი გვინახავს, რომელიც გარკვეული დროით ყოფილა და შემდეგ გამქრალან, რასაც ვერ ვიტყვი ხათუნაზე, რომელიც არის ძალიან განვითარებადი, პროგრესული ადამიანია. ყოველ ჯერზე მაოცებს წარმოსახვის უნარით, მოდელებით და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, შენ ცნობადი სახე ხარ თუ არა, ერთნაირი პატივისცემით და სიყვარულით ანებივრებს თავის მომხმარებელს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მოგეხსენებათ, ბრენდის დაარსების დღიდან, მე და ხათუნა ერთად ვართ. ადამიანი, რომელიც თვითონ ქმნის, იგონებს, აკეთებს საოცრებებს და ბევრჯერ გვინახავს „ხატკოს“ გადამღერებული ვარიანტი სხვასთან, ბევრი პლაგიატია მის გარშემო, სხვა თუ არა, მე ხათუნას თანამედროვე ვარ და ყველაფერი კარგად მახსოვს, მაგრამ ეს ჩემთანაც არ აღუნიშნია და ამას ყურადღებას არ

No description available.

აქცევს. იცით როგორ არის? ის, ყოველთვის ახალ ხეს რგავს, შემდეგ ცდილობენ ამ ხეზე ასვლას, თუმცა ხათუნა არ ებრძვის არავის. ის თავის ახალ ხეებს რგავს. აი, ასეთი ღირსეული ხათუნა და ღირსეული ადამიანი ყველაფერში ღირსეულია.

ქართველი ყველა ნიჭიერია, მაგრამ უმრავლესობას შრომა არ გვიყვარს და ხათუნა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ დღე და ღამე შრომობს, 30 საათი შრომობს და არა – 24. ასე წარმოვუდგენ ჩემს მაყურებელს, ამ ძალიან ნიჭიერ ადამიანს და დიზაინერს.

რით გამოირჩევა „ხატკოს“ ბრენდი სხვისგან?

_ პირველ რიგში ინდივიდუალიზმით, პრაქტიკულობით და ხარისხით. რაც ყველაზე მთავარია, ნოვატორია თავის საქმეში.

ყოველდღიურად თუ გაცვიათ „ხატკო“?

_ რა თქმა უნდა.

_ მოდელობაზე არ გიფიქრიათ?

No description available.

_ თეატრალურ უნიერსიტეტში მაგისტრატურაზე ვსწავლობ და ჩემმა პედაგოგმა მითხრა: მაკა, როგორ მომწონს ხათუნა კობახიძესთან რომ მოდელობო, ასეთი ნიჭიერი მსახიობი, მაგისტრანტი, დეკლამატორი და ასეთი მოდელიო. მისგან ასეთი სიტყვები ძალიან სასიამოვნო მოსასმენია.

სხვათა შორის, როდესაც მე, ერთ-ერთ გადაცემაში ლექსი წავიკითხე, რასაც ძალიან დიდი წარმატება მოჰყვა, ხათუნა იყო უბედნიერესი. მას, ისევე უხაროდა ეს ყველაფერი, როგორც – მე. ჩემი წარმატება, ხათუნას წარმატებაა, ხოლო მისი წარმატება, ჩემი წარმატებაა.

ჩვენ, ყველა თანამშრომელი ერთად ვქმნით ბრენდს „ხატკო“ ხათუნასთან ერთად და ჩემი მხრიდან, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას და წარმატება ვუსურვო „ხატკოს“ მეორე ხაზს „ჯილენდს“.