Netflix-მა The Witcher-ის გადაღებები კვლავ შეაჩერა

Netflix-მა The Witcher-ის გადაღებები კვლავ შეაჩერა

ნეტფლიქსმა გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე The Witcher-ის გადაღებები კვლავ შეაჩერა, ამის შესახებ გამოცემა Deadline იუწყება.

გამოცემის ცნობით, სერიალზე მომუშავეთა ჯგუფის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

ნეტფლიქსის განცხადებით, ამჟამად პერსონალის ყველა წევრი, ვისთანაც დაინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა მათ შორის მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები არ არიან.

დასავლეთ ლონდონში, ერბორფილდის სტუდიის მიერ საგანგებოდ სერიალისთვის აგებულ ქალაქში გადაღებები მას შემდეგ გაგრძელდება, რაც კომპანია დარწმუნდება, რომ გადასაღები მოედანი უსაფრთხოა.