უენტუორთ მილერი გაქცევის შემდეგ სეზონში აღარ ითამაშებს, რადგან მისი პერსონაჟი, მაიკლ სკოფილდი, ჰეტეროსექსუალია, ამის შესახებ მან საკუთარ Instagram გვერდზე დაწერა.
,,მე Prison Break-ში აღარ ვარ. ოფიციალურად. აღარ მინდა ჰეტეროსექსუალი პერსონაჟების თამაში.
მათი ისტორიები უკვე მოყოლილია. ასე, რომ მაიკლი აღარ იქნება.
თუ შენ სერიალის ფანი ხარ და ელოდებოდი ახალ სეზონს, მესმის შენი იმედგაცრუების. ბოდიში”. – წერს მსახიობი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა უენტუორთ მილერმა 2013 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია.
რაც შეეხება გაქცევის მეექვსე სეზონს, სექტემბერში მსახიობმა დომინიკ პარსელმა დაწერა, რომ სერიალს გაგრძელება ექნებოდა.
![გამოვა თუ არა გაქცევის 6-ე სეზონი? უენტუორთ მილერი კითხვაზე პასუხობს | ფაქტები-ge](https://paqtebi.ge/wp-content/uploads/2020/01/%E1%83%A3%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98.jpg)