ფრენსის მაკდორმანდი Vogue-ის გარეკანზე უმაკიაჟოდ გამოჩნდა

ფრენსის მაკდორმანდი Vogue-ის გარეკანზე უმაკიაჟოდ გამოჩნდა

Vogue-ის 2021 წლის პირველი ნომრის გარეკანზე 63 წლის მსახიობი ფრენსის მაკდორმანდი მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ოსკაროსანი მსახიობი ყოველთვის ბუნებრივ და სადა ვიზუალს ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა როგორც ის ამბობს, მოდას ყოველთვის მიდევდა.

„მოდას ყოველთვის მივდევდი და ფარული სურვილი მქონდა, რომ მის მიმართ ჩემი ცოდნა და დაფასება გამომევლინა”, — განუცხადა მან Vogue-ს 2019 წელს.

„როდესაც მომეცა იმის შანსი, რომ მოდის გარკვეული ნივთის შექმნაში საკუთარი ენთუზიაზმი და გამოცდილება ჩამედო, ჩემთვის მხოლოდ ერთი პასუხი არსებობდა: Birkenstock-ის Arizona-ს ორზონარიანი სანდლები. მათ, პირდაპირი გაგებით, ფიზიკურად და ფილოსოფიურად ჩამომაყალიბეს. ერთადერთი, რაც მსურდა, ის იყო, რომ ერთი ასეთი წყვილი მქონოდა ჩემს საყვარელ ფერში: მჟავისებრ ყვითელში. და ახლა ისინი არსებობენ!”, — განუცხადა მსახიობმა Vogue-ს.