უიტნი ჰიუსტონის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გამოვა

უიტნი ჰიუსტონის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გამოვა

Hollywood Reporter-ის ცნობით, უიტნი ჰიუსტონის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს მსახიობი ნაომი აკი შეასრულებს.  .

“მთელი წელი ვეძებდით მსახიობს, რომელიც შეძლებდა უიტნი ჰიუსტონის როლის შესრულება. ძალიან მოგვეწონა ნაომი აკი. გაგვაკვირვა მისმა შესაძლებლობამ სცენაზე მომღერლის განცდები და ამავე დროს შინაგანი ემოციები თანაბრად წარმოეჩინა”, – თქვა რეჟისორმა სტელა მეგიმ.

ფილმის სახელწოდება სავარაუდოდ უიტნი ჰიუსტონის ერთ-ერთი სინგლის სახელი – I wanna dance with somebody/მსურს ვინმესთან ცეკვა – იქნება..

ბიოგრაფიული ფილმის პრემიერა 2022 წლის ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.

უიტნი ჰიუსტონი 2012 წელს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.