შაკირამ ახალი ალბომი გამოუშვა

შაკირამ ახალი ალბომი გამოუშვა

კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველი ალბომი გამოუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ნამუშევარში სახელწოდებით Las Mujeres Ya No Lloran 17 კომპოზიცია შევიდა. მათ შორის არის დუეტები რაუ ალეხანდროსთან, Cardi B-სთან, Grupo Frontera-სთან და Tiësto-სთან.

Cardi B-სთან ჩაწერილ სიმღერაზე Puntería შაკირამ ვიდეორგოლიც გადაიღო, რომლის პრემიერაც რამდენიმე დღის წინ შედგა.