Louis Vuitton – ყველაზე მდიდრული ბრენდი

Louis Vuitton – ყველაზე მდიდრული ბრენდი

მოდის სახლის Louis Vuitton-ის დამაარსებელი ლუი ვიტონი, საფრანგეთის ქალაქ იურაში, 1821 წლის 4 აგვისტოს დაიბადა.

1835 წელს ლუი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და შეგირდად დაიწყო მუშაობა ცნობილი ჩანთების მწარმოებლებთან. ლუის მიერ შექმნილი ჩანთების მოდელები ძალიან მალე მთელ საფრანგეთში პოპულარული გახდა, რასაც ხელი შეუწყო ნაპოლეონ III-ის ცოლის პროტექციამაც.

ლუი ვიტონი ბევრ დროს ატარებდა არისტოკრატულ წრეში, ასევე ბევრს მოგზაურობდა და გამოცდილებას აგროვებდა, რამაც საშუალება მისცა, სამგზავრო ჩანთების საკუთარი წარმოება დაეარსებინა.

პირველი სახელოსნო პარიზშიკაპუცინების ქუჩაზე გაიხსნა. 1876 წელს, მისი პროდუქცია პარიზის სპეციალურ გამოფენაზე უჩვენეს. სწორედ ამ გამოფენამ დააფიქრა ვიტონიიგი შიშობდა, რომ მის მიერ დამუშავებული ჩანთების პოპულარული მოდელების ასლებს სხვებიც დაამზადებდნენ.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, ყოველი ჩვენების წინ, ვიტონი თავისი მოდელების ზოგ ელემენტს ცვლიდა. 1855 წელს კომპანიამ ლონდონში, სახელგანთქმულ Oxford street-ზე პირველი ინგლისური მაღაზია გახსნა. ლუი ვიტონი 1892 წელს გარდაიცვალა. კომპანიას სათავეში ჩაუდგა მისი ვაჟი. 1893 წელს, ჩიკაგოს მსოფლიო გამოფენაზე, Louis Vuitton-ის მოდის სახლის პროდუქცია წარადგინა ლუის ვაჟმა, ჟორჟ ვიტონმა.

ლუის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ კი, კომპანიის დიზაინერებმა დაამუშავეს ლეგენდარული ტილო მონოგრამებით, დააპატენტეს და შემდგომში იგი იქცა Louis Vuitton-ის პროდუქციის საფირმო ნიშნად. სწორედ ამ ფაქტის გამო, მსოფლიოში საგრძნობლად იკლო კონტრაფაქტული პროდუქციის რაოდენობამ.

წლების განმავლობაში ჟორჟი წარმატებით ხელმძღვანელობდა კომპანიას, მათი პროდუქცია თავს იწონებდა საერთაშორისო ბაზრებზე. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ჟორჟმა საფირმო ბუტიკები გახსნა ნიუიორკში, ვაშინგტონში, ბომბეიში, ალექსანდრიასა და ბუენოსაირესში. 1936 წელს ჟორჟ ვიტონი გარდაიცვალა და საქმე მემკვიდრეობით ერგო მის ვაჟს, გასტონ ლუი ვიტონს.

1959 წელს გადაწყდა შეეცვალათ სახელგანთქმული მონოგრამა, რათა გამოეყენებინათ იგი არა მარტო მსხვილ ობიექტებზე, არამედ აქსესუარებზეც. 1978 წელს Louis Vuitton-ის პირველი ბუტიკი იაპონიაში გაიხსნა და ამით კომპანიამ დაიწყო თავისი გავლენის გაფართოება აზიაში. მოგვიანებით, საფირმო ბუტიკები გაიხსნა ტაივანში (1983 .) და სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში (1984 .).

1987 წელს ბრენდი Louis Vuitton-, ჰოლდინგ LVMH-ის, ფუფუნების საგნების, შამპანურისა და კონიაკის საუკეთესო მწარმოებლების კონგლომერატის ნაწილად იქცა. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, მოდის სახლის პრეზიდენტად დანიშნეს ივ კასელი, 1992 წელს კი, პირველი საფირმო ბუტიკი პეკინში გაიხსნა.

1996 წელს Louis Vuitton-მა თავისი საფირმო გამოგონების -Monogram Carvas-ის ასი წლის იუბილე იზეიმა.

ერთი წლის შემდეგ, Louis Vuitton-ის სამხატვრო დირექტორი გახდა მარკ ჯეიკობსი. მისი დამსახურებაა, რომ კომპანიამ გამოუშვა პრეტპორტერის კლასის ქალებისა და მამაკაცების პირველი კოლექციები.

1999
წელს, ბუტიკი მაროკოშიც გაიხსნა და ამ გზით Louis Vuitton-მა აფრიკის ბაზარზეც შეაღწია. 2003 წელს, ტაკასი მურაკამისთან ერთად კომპანიამ დაამუშავა მონოგრამაMulticolore- ახალი ტექნოლოგია, რომელსაც იყენებენ მხოლოდ ლიმიტირებული კოლექციისთვის. ამავე პერიოდში გაიხსნა საფირმო ბუტიკები მოსკოვსა და ინდოეთის დედაქალაქ დელიში.

ორი წლის შემდეგ მოდის სახლმა დაარსებიდან 115- წელი აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით ახალი ბუტიკები გაიხსნა სანპაულუში, ნიუიორკში, შანხაისა და იოჰანესბურგში.

Louis Vuitton-ის მოდის სახლი რეგულარულად აწარმოებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს, თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც სამგზავრო ჩანთებზეა გადატანილი. სხვათა შორის, ჩემოდნების წარმოების ტექნოლოგია ლუი ვიტონის მიერ პირველი კომპანიის დაარსების შემდეგ არ შეცვლილა.

ჩანთის კორპუსი მზადდება ალვის ხისგან, ხოლო გადასაკრავი მხოლოდ ონოგრამის ტილოსგან. ამას გარდა, სამგზავრო ჩანთების კუთხეებს აქვს სპეციალური დამცავი და უნიკალური საკეტი -Louis Vuitton-ის ჩანთებისა და ყველა აქსესუარის განუყოფელი ნაწილი.

ფირმამ სახელი იმითაც გაითქვა, რომ გამუდმებით იბრძვის კონტრაფაქტური პროდუქციის წინააღმდეგ. ბევრი სარჩელი გახმაურდა, მაგ; სასამართლო საქმეები ბრიტნი სპირსის, Sony BMG-სა და MTV- წინააღმდეგ.

დღესდღეობით, მთელ მსოფლიოში შეხვდებით Louis Vuitton-ის სამასზე მეტ ბუტიკს. ყველაზე ცნობილი ბუტიკი მდებარეობს პარიზში, ელისეს მინდვრებზე, სადაც შეგიძლიათ არა მარტო შეიძინოთ LV- კოლექციის ნებისმიერი მოდელი, არამედ დაისვენოთ, მიირთვათ ფინჯანი ყავა და დაათვალიეროთ დიზაინერებისა და მხატვრების ამ მარკისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ექსპოზიცია.

დიზაინერი 68 წლის ასაკში საფრანგეთში გარდაიცვალავიტონის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

კომპანია Louis Vuitton 2006-დან 2012 წლამდე ზედიზედ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ ბრენდად.

დღეს, Louis Vuitton მსოფლიოს 50 ქვეყანაში მოღვაწეობს და 460-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.