თინა თერნერი: „ჩემი ცხოვრება არ ყოფილა საუკეთესო”

თინა თერნერი: „ჩემი ცხოვრება არ ყოფილა საუკეთესო”

ლეგენდარულ ამერიკელ მომღერალ თინა თერნერზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის (Tina) პრემიერა HBO Max-ზე 28 მარტს შედგება. ამის შესახებ გამოცემა The Sun იტყობინება.

ფილმში 81 წლის თერნერი ცხოვრების მძიმე წლებს იხსენებს და ოჯახური ძალადობით გამოწვეულ პოსტტრავმულ სტრესზე საუბრობს, რომელიც მას დღემდე გამოჰყვა.

მომღერალი არც იმას მალავს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც აქვს, ცხოვრების „ბოლო ეტაპზე“ გადასვლა სურს და საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში ყოფნა აღარ უნდა.

„ჩემი ცხოვრება არ ყოფილა საუკეთესო. კარგი ცუდს ხშირად ვერ ფარავს,“-აცხადებს მომღერალი.