როტერდამში ევროვიზიის კონკურსზე შეზღუდული რაოდენობის მაყურებლებს დაუშვებენ. ამის შესახებ კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსს, რომელიც 18-22 მაისს გაიმართება, 3 500 მაყურებელი დაესწრება.
შარშან კონკურსი კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა.