ბილი აილიშის მორიგი რეკორდი – 6 წუთში მილიონი მოწონება

ბილი აილიშის მორიგი რეკორდი – 6 წუთში მილიონი მოწონება

19 წლის მომღერალი ბილი აილიში სოციალურ მედიებში ახალ მწვერვალებს იპყრობს. ის, ბრიტანული ,,ვოგის” ახალი ნომრის ყდაზეა და სექსუალური ფოტოსესიით თავისი თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ გააოცა.

“მიყვარს ეს ფოტოები და ეს ფოტოსესია. გააკეთეთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ, სხვა ყველაფერი ჯანდაბას წაუღია”, — დაასათაურა ბილიმ ერთ-ერთი ფოტო.

2 მაისს გამოქვეყნებულ ,,ვოგის” ყდით მან 6 წუთში ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე მოიპოვა მილიონი მოწონება, ხოლოდ 4 მაისს გამოქვეყნებული სურათით საკუთარი თავის რეკორდი მოხსნა და უკვე 5 წუთში მიაღწია ამ შედეგს.

“მადლობა ყველას, ვინც ჩემი ხედვა გაითვალისწინა და ამ ფოტოთი რეალობად აქცია”.