შერონ სტოუნის თქმით, „ძირითად ინსტინქტში“ შესრულებული როლისთვის მას მიზერული ჰონორარი გადაუხადეს

შერონ სტოუნის თქმით, „ძირითად ინსტინქტში“ შესრულებული როლისთვის მას მიზერული ჰონორარი გადაუხადეს

შერონ სტოუნი ამბობს, რომ 1992 წელს ფილმ „ძირითად ინსტინქტში“ შესრულებული როლისთვის მას მიზერული ჰონორარი გადაუხადეს.

63 წლის მსახიობის თქმით, მაიკლ დუგლასის 14 მილიონთან შედარებით მისი ჰონორარი სასაცილოდ გამოიყურებოდა.

„ამ ფილმმა დიდი პოპულარობა მომიტანა, მაგრამ იმდენად ცოტა გადამიხადეს, რომ „ოსკარის“ დაჯილდოვების ცერემონიისთვის კაბის ყიდვაც ვერ მოვახერხე,“- იხსენებს სტოუნი.

დღემდე ცნობილი იყო, რომ მწერალ კეტრინ ტრამელის როლის შესრულებისთვის შერონ სტოუნმა ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო.