ფრანგულმა მოდის სახლმა Dior-მა ათენში ახალი კოლექცია Cruise 2022 წარადგინა. ჩვენება საბერძნეთის რევოლუციის 200 წლისთავს მიეძღვნა.
შოუ, სახელწოდებით Dior celebrates Greece პანათინაიკოსის სტადიონზე მოეწყო და ამს 400-მდე მიწვეული სტუმარი ესწრებოდა.
სტუმრებს შორის იყო საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპოლუც.
ჩვენება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
