72 წლის ასაკში მოდის ჟურნალისტი, დიზაინერ ტომ ფორდის ქმარი რიჩარდ ბაკლი გარდაიცვალა. კრიტიკოსი წლების განმავლობაში ყელის სიმსივნეს ებრძოდა.
“მწუხარებით გამცნობთ, რომ ტომ ფორდის საყვარელი ქმარი, რიჩარდ ბაკლი, რომელთანაც 35-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს გარდაიცვალა. რიჩარდი გუშინ ღამით, ლოს-ანჯელესის სახლში, ტომისა და მათი შვილის, ჯეკის გარემოცვაში, ხანგრძლივ დაავადებასთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა”. – ამბობს დიზაინერის წარმომადგენელი.
ბაკლი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი და კრიტიკოსი იყო მოდის ინდუსტრიაში. მუშაობდა Vogue Hommes International-ის მთავარ რედაქტორად. ფორდმა მომავალი ცხოვრების თანამგზავრი 1986 წელს გაიცნო. წყვილმა 2014 წელს, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთანავე, ნიუ-იორკში იქორწინა. ბაკლის და დიზაინერს საერთო შვილი, 9 წლის ალექსანდერ ჯონ ბაკლი ფორდი ჰყავთ.
ტომ ფორდი ამერიკელი დიზაინერია. მუშაობდა მოდის სახლების Gucci-ს და Yves Saint Laurent-ის კრეატიულ დირექტორად. 2005 წელს დაარსა საკუთარი ბრენდი Tom Ford. გადაღებული აქვს ორი ოსკარის ნომინანტი ფილმი Single Man და Nocturnal Animals.