პოლიციამ მერლინ მენსონის სახლი გაჩხრიკა

პოლიციამ მერლინ მენსონის სახლი გაჩხრიკა

სამართალდამცველებმა მერლინ მენსონის სახლი გაჩხრიკეს. გამოცემა TMZ-ის ცნობით ჩხრეკა მომღერლის წინააღმდეგ წამოწყებულ სექსუალურ ძალადობაში ბრალდების საქმეს უკავშირდება.

როკ მომღერლის სახლიდან ამოღებულია ჩანაწერები ვიდეოკამერებიდან, ასევე კომპიუტერის მყარი დისკები.

ჩხრეკის მომენტში მენსონი სახლში არ იმყოფებოდა.

ცნობისთვის, მომღერალი სოციალურ ქსელში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. მოგვიანებით მენსონი სხვადასხვა ტიპის ძალადობაში თითქმის ოცმა ადამიანმა დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ პორნომსახიობი ჯენა ჯეიმსონი, GOT-ის მსახიობი ესმე ბიანკო, მომღერალი ელი როუსელი, გიტარისტი უეს ბორლანდი. სტილისტ ლავ ბეილის თქმით, 2011 წელს, მუსიკოსმა იარაღი შუბლზე მიადო და ჰომოფობიური მოტივით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.